როდესაც ონლაინ გამოწერილი პროდუქცია ექვემდებარება განბაჟებას, მისი შეძენისთანავე აუცილებელია ელ. ფოსტაზე: info@linoni.ge გამოგვიგზავნოთ პროდუქციის ინვოისი და ამანათის საქართველოში ჩამოსვლამდე ზედნადების ნომერი.
(Tracking Number). ჩვენ წინასწარ გავამზადებთ ყველა პირობას იმისთვის, რომ დეკლარირებული საქონელი შეუფერხებლად მიიღოთ, დისკომფორტის და დროის დაკარგვის გარეშე.
საბაჟო გადასახადს იხდით დეკლარაციაში მითითებულ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.
საურავის ან რაიმე უსიამოვნოების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ აღნიშნული გადასახადი გადაიხადოთ დეკლარაციის დაბეჭვდის დღიდან 30 კალენდარულ დღის ვადაში.