გთავაზობთ ამერიკიდან კვირაში ამანათების 2 ავია რეისს 1კგ. ფასი 20 ლარი.
მინიმალური წინის ღირებულებაა: 3.00 ლარი
პასუხისმგებლობები
კომპანია ლინონი-ის პასუხისმგებლობები:
კომპანია ლინონი პასუხისმგებელია მის მიერ შემოთავაზებულ ამერიკულ მისამართზე, ხელმოწერით ჩაბარებული საფოსტო გზავნილები და ამანათები გონივრულ ვადებში,(იგულისხმება ჩვეულებრივ რეჟიმში ავია რეისების შეფერხებების გარეშე 3 - 7 სამუშაო დღის განმავლობაში) გადასცეს მის კანონიერ მფლობელს დაუზიანებელ და ვარგის მდგომარეობაში.
ამერიკის მისამართზე საფოსტო გზავნილების მიღებისას ხელმოწერილ ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ ოფიციალური ინვოისის და ამანათის ზედნადების წარმოდგენისას არა უგვიანეს (30 დღის ვადაში) აუნაზღაუროს მის მფლობელს მისი ღირებულება და კონფესაციის სახით მოახდინოს მომხმარებლის მიერ ხელმეორედ გამოწერილი პროდუქციის უფასო ტრანსპორტირება, მომხმარებლის სახლის კარამდე.
კომპანია ლინონი პასუხისმგებლობას იხსნის:
ფორსმაჟორულ სიტუაციების, სტიქიური უბედურებების და კატასტროფების, უბედური შემთხვევების, საომარი ვითარებების, გადაულახავი ძალის მოქმედებით გამოწვეული შემთხვევების დროს.
ამანათებზე რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობას და საერთაშორისო ნორმებს.
ასევე ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მისამართებზე ამერიკულ ან სხვა ქვეყნის საფოსტო კომპანიების მიერ ჩაუბარებელ ან ჩაბარებისას ხელმოუწერელ გზავნილებზე.
მომხმარებელის პასუხისმგებლობები
მომხმარებელი პასუხისმგებელია პროდუქციის გამოწერისას დაიცვას სიზუსტე ამერიკის მისამართის შევსებისას.
გადაიხადოს კომპანია ლინონი-ის მიერ გაწეული მომსახურების საზღაური მის პირად ოთახში დავალიანების ჩვენების ასახვიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა.
პროდუქციის განბაჟების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია რეისის ჩამოსვლამდე, წინასწარ მოგვაწოდოს პროდუქციის ინვოისი და ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია.
საბაჟო მომსახურება
თუ ამანათი ექვემდებარება განბაჟებას, პროდუქციის შეძენისთანავე ელ.ფოსტაზე: info@linoni.ge მოგვაწოდეთ პროდუქციის ინვოისი, ჩვენ წინასწარ გავამზადებთ ყველა პირობას იმისთვის, რომ დეკლარირებული პროდუქცია შეუფერხებლად მიიღოთ, დროის დაკარგვის გარეშე. საბაჟო გადასახადის დასაფარად დეკლარაციის დაბეჭვდიდან გეძლევათ 30 კალენდარული დღე.
იხილეთ საბაჟო პირობები
LINONI.GE - ზე წესების გაცნობით და რეგისტრაციის გავლით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ჩევნს მიერ შემოთავაზებულ პირობებზე და წესებზე და ხდებით ჩვენი კომპანიის ოფიციალური მომხმარებელი.
მადლობას გიხდით ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით.
შპს "ლინონი"