საბაჟო რეგულაცია და დეკლარირება

ძვირფასო მომხმარებლებო გაცნობებთ საფოსტო გზავნილებთან დაკავშირებით ზოგად საბაჟო ცვლილებებს, 

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ და გაითვალისწინოთ შემდეგი საბაჟო მოთხოვნები.

1. სავალდებულოა ამანათის ან ამანათების თქვენს პირად ოთახში ასახვისთანავე მოახდინოთ ნებისმიერი ღირებულების მქონე ამანათის ან  ამანათების დეკლარირება. დეკლარირებისას მიუთითეთ მხოლოდ პროდუქციის ღირებულება ყველა სხვა ხარჯის და ადგილობრივი Shipping -ის გარეშე.

2. ამანათები რომელბიც არ იქნება დადეკლარირებული გაჩარდება საბაჟოზე, (გაურკვეველი ვადით) იმ შემთხვევაში თუ გაჩერებულ საქონელზე ვერ წარადგენთ ინვოისს საეჭვო ამანათის ღირებულება დადგინდება საბაჟო  ექსპერტის მეშვეობით, რომლის მომსახურების ღირებულებაც დაეკისრება ამანათის მფლობელს.

3. იმ შემთხვევაში თუ დეკლარირებისას (განბაჟების თავიდან ასაცილებლად) განგებ მიუთითებთ არასწორ ფასს, ამანათის მფლობელი დაჯარიმდება.

4 საბაჟო იტოვებს უფლებას გააჩეროს ნებისმიერი ამანათი და მისი მფლობელისგან მოითხოვის სასაქონლო ინვოისი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები, ამით თავიდან აიცილებთ უსიამოვნებებს და დროულად მიიღებთ თქვენს მიერ გამოწერილ კუთვნილ პროდუქციას.


რა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათი განბაჟებას
1. თუ პროდუქციის თვით ღირებულება ტრანსპორტირების და სხვა რაიმე თანხის გარეშე  აღემატება 300.00 ლარს.
2. თუ ამანათი რეალური წონით აღემატება 30.00 კგ-
3. 
სამი, ოთხი ან  მეტი ერთგვაროვანი (კომერციული) საქონელი 
4. თუ საქონლის მიმღები ერთი და იგივე პიროვნებაა და მასზე ერთჯერზე საბაჟოზე  შემოსულია  რამდენიმე  ამანათი  რომელთა  
ცალკეული  ღირებულება შესაძლებელია არ აღემატება 300.00 ლარს, მაგრამ მათი ჯამი აღემატება 300.00 ლარს და ამასთანავე შეძენილია ერთი და იმავე ონლაინ მაღაზიაში.

ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ამანათის ღირებულებას ემატება ყველა სხვა ხარჯი (თუ ასეთი არსებობს, იგულისხმება TAX მოსაკრებელი ამერიკის ტერიტორიაზე და შიდა გადაზიდვის ხარჯი ამერიკის ტერიტორიაზე) მათ შორის საქართველომდე  ტრანსპორტირების ხარჯი  
და მხოლოდ ამის შემდეგ დაიანგარიშება 18 % ..დამატებითი ღირებულების გადასახადი
თუ პროდუქცია გამოწერილია სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან და თუნდაც მათი მიმღები არის ერთი და იგივე პიროვნება,  ხოლო ნივთების ღირებულება შეიძლება ცალკეულად არ აჭარბებს 300.00 ლარს მაგრამ მათი ჯამური ღირებულება პირობითად შეადგენს 450.00 ლარს. 
ამ შემთხვევაში პროდუქცია არ იბეგრება 18 % ..საბაჟო გადასახადით. რადგან შეძენილია სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში.

როდესაც ონლაინ გამოწერილი პროდუქცია ექვემდებარება განბაჟებას, მისი თქვენს პირად ოთახში ასახვისთანავე სტატუსით გამოგზავნილია* აუცილებელია ელ. ფოსტაზე: info@linoni.ge გამოგვიგზავნოთ პროდუქციის ინვოისი, თრექინგ ნომერი და ტექსტური შეტყობინება რომ პროდუქცია ექვემდებარება განბაჟებას. 

(Tracking Number). ჩვენ წინასწარ გავამზადებთ ყველა პირობას იმისთვის, რომ დეკლარირებული საქონელი შეუფერხებლად მიიღოთ, დისკომფორტის და დროის დაკარგვის გარეშე. 
საბაჟო გადასახადს იხდით დეკლარაციაში მითითებულ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე. 
საურავის ან რაიმე უსიამოვნოების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ აღნიშნული გადასახადი გადაიხადოთ დეკლარაციის დაბეჭვდის დღიდან 30 კალენდარულ დღის ვადაში.

ყურადღება !!!

ისეთ პროდუქციაზე როგორიცაა:  (ლეპტოპი, მობილური, პლანშეტური კომპიუტერი, სათამაშო კომპიუტერული მოწყობილობები, მონიტორი,  აუქციონებზე იაფად მოგებული და შეძენილი ნივთები რომლის საბაზრო ღირებულება ცდება 300 ლარს, ასევე სამი-ოთხი ერთად შეძენილ-გამოგზავნილი ერთგვაროვანი საქონელი) გთხოვთ თქვენს პირად ოთახში, ამანათების ასახვისთანავეელ.ფოსტაზე  info@linoni.ge  მოგვაწოდოთ პროდუქციის ინვოისი, (იმ შემთხვევაშიც კი თუ პროდუქციის ღირებულება არ აღემატება 300 ლარს.) ამით თავიდან აიცილებთ ამანათების შეფერხებას საბაჟოზე.        

 

პროდუქციის დეკლარირების ნიმუში:

ღირებულება: პროდუქციის თვითღირებულება, ყველა სხვა ხარჯის გარეშე (დოლარში)

ვებგვერდი: ონლაინ-მაღაზია სადაც შეიძინეთ პროდუქცია, მაგალითად -  amazon.com

პროდუქტის ტიპი: ქართული მნიშვნელობით და ლათინური შრიპტით, მოკლე დასახელება მაგალითად:

Tansacmeli, Fexsacmeli, Leptopi, Parfiumeria, Teleponis aksesuari, Mobiluri, Mankanis Natsili  და ა. შ.  


ფოტო ინსტრუქცია





ზოგადი ინფორმაციის საჭირო  ბმულები 

კითხვა - პასუხი 

რეისების განრიგი და სტატუსი 

გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ონლაინ-შოფინგს

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით

www.LINONI.GE





შპს "ლინონი" არ ახორციელებს შემდეგი ტიპის პროდუქციის ტრანსპორტირების მომსახურების სერვისს როგორებიცაა: მოსაწევი საშუალებები, სიგარეტი და სხვა ნებისმიერი სახის თამბაქო თუთუნი და ა.შ. ფსიქოტროპული მედიკამენტები, სპირტიანი სასმელები, ცეცხლსასროლი იარაღი და მათი ვაზნები, ფეთქებადი ქიმიური ნივთიერებები, ნებისმიერი სახის მცენარეები და მათი თესლები. ნებისმიერი ქვეყნის ქაღალდის და ლითონის ფულის ერთეული. გთხოვთ ნუ გამოიწერთ მსგავს პროდუქციას ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ამერიკის მისამართზე წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოთვლილი საქონელი არ გამოიგზავნება საქართველოში და აუნაზღაურებლად დაკარგავთ ნივთში გადახდილ თანხას.