ზოგადი ინსტრუქცია

ჩვენი საიტი საშუალებას გაძლევთ გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია და თქვენს პირად ოთახში დაამატოთ 
თქვენთვის სასურველი კიდევ 4 პიროვნება. 

პროდუქციის გამოწერისას აუცილებელია დაცული იყოს ამერიკის მისამართის შევსების ზუსტი თანმიმდევრობა.
მისამართის შევსების ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენს პირად ოთახში. 

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ამერიკის მისამართი ივსება პროდუქციის გამოწერისას: SHIPPING და BILLING მისამართებში.
თქვენს პირად ოთახში ნაჩვენები ამერიკის მისამართის შევსების სტილი არის ყველაზე გავრცელებული ფორმა.
არსებობს მისამართის შევსების სხვა ფორმაც, სადაც სახელი და გვარი იწერება ცალ-ცალკე გრაფებში. 
ამ შემთხვევაში ნომერს როგორც მისამართის შევსების ძირიდად მეთოდში ჩვეულებრივ მიუთითებთ გვარის შემდეგ. 
იმ შემთხვევაში თუ მაღაზიამ არ მოგცათ საშუალება ნომერის მითითების გვარის შემდეგ მაშინ ჩაწერეთ Address Line 2 -ში 
ნიმუში: 2 FL /  LINONI  L12799

თუ ონლაინ მაღაზია მისამართის შევსებისას  შტატის მითითებას ითხოვს სხვაგვარად, 
ამ შემთხვევაში მიუთითეთ New York და კოდი იგივე:  11229 ან დამატებითი ზიპ.ნომერი 11229-1314
მოცემულ სხვაობებში მისამართი აბსოლიტურად იგივე რჩება, უბრალოდ შესაბამის ონლაინ მაღაზიას აქვს მისამართის შევსების განსხვავებული ფორმა.

ამანათები ამერიკიდან იგზავნება კვირაში სამჯერ, სამშბათს, ხუთშბათს და შაბათს.
გამოგზავნილ რეისებს საქართველოში ჩმოსასვლელად (ჩვეულებრივ რეჟიმში) ესაჭიროება 3-4 სამუშო დღე.
ორშაბათის ჩათვლით ამერიკის საწყობში მისული ამანათები იგზავნება სამშბათს, ოთხშბათის ჩთვლი ხუთშაბათს , ხოლო პარასკევის ჩათვლით მისული ამანათები იგზავნება შაბათს.  


ყურადღება !!!

ისეთ პროდუქციაზე როგორიცაა:  (ლეპტოპი, მობილური, პლანშეტური კომპიუტერი, სათამაშო კომპიუტერული მოწყობილობები, მონიტორი,  აუქციონებზე იაფად მოგებული და შეძენილი ნივთები რომლის საბაზრო ღირებულება ცდება 300 ლარს, ასევე სამი-ოთხი ერთად შეძენილ-გამოგზავნილი ერთგვაროვანი საქონელი) გთხოვთ თქვენს პირად ოთახში, ამანათების ასახვისთანავეელ.ფოსტაზე  info@linoni.ge  მოგვაწოდოთ პროდუქციის ინვოისი, (იმ შემთხვევაშიც კი თუ პროდუქციის ღირებულება არ აღემატება 300 ლარს.) ამით თავიდან აიცილებთ ამანათების შეფერხებას საბაჟოზე.      

გმადლობთ ჩვენი სერვისით სარგებლობისთვის, გისურვებთ წარმატებულ ონლაინ-შოფინგს
პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით  LINONI.GE