მოცულობითი წონა

      ამანათების წონა დაიანგარიშება რეალური ან მოცულობითი წონის მიხედვით. ანუ  ყოველთვის დაითვლება ის წონა რომელიც აჭარბებს. რას ნიშნავს მოცულობითი წონა? თუ ყუთის ან თვით პროდუქციის ზომები, აღემატება რეალურ წონას, ამ შემთხვევაში სიგრძე, სიგანე და სიმაღლე მრავლდება ერთმანეთზე და მიღებული ჯამი იყოფა 6000–ზე,რის შედეგადაც ვიღებთ მოცულობით წონას. მაგალითად თუ ავიღებთ ორ ერთნაირ ზომის ყუთს, პირობითად თითეული ყუთის მოცულობითი წონა შეადგენს 3 კგ-მს და ერთ ყუთში მოვათავსებთ ბამბას და მეორეს შევავსებთ ლითონის მასალით, ყუთი რომელშიც ბამბაა მოთავსებული გაიზომება და მისი მოცულობითი წონა იქნება 3 კგ-მი და ყუთი რომელშიც ლითონის მასალაა მოთავსებული, ასევე პირობითად შეიძლება გამოვიდეს 7- 8 კგ-მი.

      არსებობს უამრავი ნივთი რომელიც მსუბუქია და დიდ ადგილს იკავებს, მაგალითისთვის ავიღოთ საწოლის მატრასი დავუშვათ მისი რეალური წონა არის 10 კგ.-მი გამოვთვალოთ მატრასის მოცულობითი წონა: სიგრძე 200 სმ. X სიგანე 120 სმ. X სიმაღლე 30 სმ = 7200000 / გაყოფილი 6000-ზე = 120კგ. 


      1 Pounds (LBS) = 0.45 კგ.

      1 კგ. = 2.2 Pounds (LBS)

      1 inch = 2.54 სმ.




მადლობას გიხდით ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის
პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით
შპს "ლინონი"